მბაპეს დედა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მადრიდში იმყოფება

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს დედა მადრიდის "რეალში" შვილის ტრანსფერისთვის ემზადება.
ზაფხულში ფრანგი ფორვარდი "სამეფო კლუბში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რაც შესაძლოა მალე ოფიციალურად დადასტურდეს.
Relevo-ს ცნობით, ფორვარდის დედა უკვე მადრიდში სახლს ეძებს - ბოლო დღეები მან ესპანეთის დედაქალაქში გაატარა.