რაფაელ ლეაუ პსჟ-სთვის პრიორიტეტული სამიზნე არ არის - ამის მიზეზი ცნობილია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "პარი სენ-ჟერმენი" კილიან მბაპეს დანაკლისის შევსებას შეეცდება.
ფრანგი ფორვარდის შეცვლის ერთ-ერთ სავარაუდო ვარიანტად პორტუგალიელი შემტევი რაფაელ ლეაუ განიხილებოდა.
ჟურნალისტ ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" არ არის დარწმუნებული ლეაუს კანდიდატურაში - კლუბის ხელმძღვანელებს სურთ ფსონის დადება უფრო გუნდურ მოთამაშეზე.
გარდა ამისა, პარიზული გუნდი მომავალ სეზონში ბრედლი ბარკოლაზე აქტიურად დაყრდნობას აპირებს.