მბაპეს ურთიერთობა პსჟ-ს მთავარ მწვრთნელთან უარესდება

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ "პსჟ"-ს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებს, მოთამაშის ურთიერთობა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან გაუარესდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ავტოიტეტული ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ მბაპე ბოლო ორ მატჩში შეცვალა.
პარიზელები მომდევნო მატჩს 5 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალ სოსიედადთან" გამართავენ.