ინგლისის უმაღლეს დივიზიონის ისტორიაში არსენალი მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ 3 გასვლით მატჩში 5+ გოლი გაიტანა

ლონდონის "არსენალმა" ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო მატჩებში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
მიკელ არტეტას გუნდმა "შეფილდ იუნაიტედთან" სტუმრად 6:0 მოიგო.
ჩემპიონატის წინა გასვლით მატჩებში "მეთოფეებმა" "ბარნლი" (5:0), "ვესტ ჰემი" (6:0) გაანადგურეს.
როგორც BBC აღნიშნავს, "არსენალი" გახდა მხოლოდ მეორე გუნდი, რომელმაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ სამ გასვლით მატჩში მინიმუმ ხუთი გოლი გაიტანა.
აქამდე იგივე შედეგი მხოლოდ "ბარნლიმ" 1961 წელს დააფიქსირა.