რა თანხას ითხოვს ლევერკუზენის ბაიერი ჩაბი ალონსოს გაშვების სანაცვლოდ?
ლევერკუზენმა "ბაიერმა" გადაწყვიტა, რა პირობების შეთავაზების შემთხევაშია მზად გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო გაუშვას.
როგორც The Mirror იუწყება, "ფარმაცევტებს" ესპანელი სპეციალისტისთვის კომპენსაციის სახით 24 მილიონი ევროს მიღება სურთ.
ალონსოს მიმართ აქტიურ ინტერესს მიუნხენის "ბაიერნი" და "ლივერპული" იჩენენ.
ჩაბი ალონსოს კონტრაქტი "ბაიერთან" 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.