ავტორიზაცია

ნაპოლის პრეზიდენტი: "ასეთი შეთავაზება მე უნდა მივიღო და არა კვარაცხელიას აგენტმა"

ნაპოლის პრეზიდენტი: "ასეთი შეთავაზება მე უნდა მივიღო და არა კვარაცხელიას აგენტმა"
თარიღი 13 Mar 2024, 02:35
"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელის საპასუხო კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ზაფხულში კვარაცხელია "ნაპოლის" მხოლოდ ისეთი შემოთავაზების შემთხვევაში დატოვებს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.
 
"ისეთი შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, ჩემთან უნდა მოვიდეს და არა მის აგენტთან. 

ხვიჩასთან ჯერ კიდევ მრავალწლიანი კონტრაქტი გვაქვს და გვინდა, ის გავახანგრძლივოთ. მე მზად ვარ, ამაზე ზაფხულში ვისაუბრებთ. “, - თქვა დე ლაურენტისმა.