ავტორიზაცია

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
თარიღი 13 მარ 2024, 12:00
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

14 და 16 აპრილს, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩები თბილისში გაიმართება.

აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილია. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი, მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.

Namrebi.ge