𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: რეალმა მბაპესთან ხელფასის თაობაზე საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწია

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოს არის.
ფრანგი ლა ლიგის გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" მბაპესთან ხელფასის თაობაზე შეთანხმება უკვე მიაღწია.
25 წლის ფეხბურთელს დაახლოებით ისეთივე ანაზღაურება ექნებათ, როგორიც ვინისიუს ჟუნიორს და ჯუდ ბელინგემს აქვთ.