ავტორიზაცია

კახა კალაძე: "საქართველოს ნაკრებში სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ, შესაძლოა გაგეცინოთ"

კახა კალაძე: "საქართველოს ნაკრებში სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ, შესაძლოა გაგეცინოთ"
თარიღი 01 აპრ 2024, 16:45
თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

კალაძემ სხვა თემებთან ერთად, ვილი სანიოლის როლიც აღნიშნა და ფრანგი სპეციალისტის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"სანიოლისთვის ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე, პირიქით. რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ - მისი ხელფასი 20 000-ა. 

შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას და ამ ხელფასზე იმუშავებდა“, - განაცხადა კალაძემ.