გიორგი ჩაკვეტაძე დღევანდელ მატჩს ტოვებს - ამის მიზეზი ცნობილია

ჩემპიონშიფის 40-ე ტურის ფარგლებში "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს"

უპირისპირდება.
სტუმრების შემადგენლობაში არ არის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდის განაცხადს მიღმა დარჩა.
როგორც "უოტფორდი" სოციალური ქსელის X-ის საშუალებით იუწყება ქართველის უქმობა ავადმყოფობით არის გამოწვეული. ამ ეტაპზე მეტი დეტალი არ არის ცნობილი.

ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.