იყო თუ არა მაზრაუი თამაშგარეში? - საუკეთესო რაკურსი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი რეალსა და ბაიერნს შორის სამეფო კლუბის გამარჯვებით (2-1) და ფინალში გასვლით დასრულდა.

მატჩის მიწურულს, როდესაც რეალი უკვე 2-1 იგებდა ბაიერნმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, გოლამდე რამდენიმე წამით ადრე მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
გამეორებაზე კარგად არ გამოჩნდა იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა - beINSPORTS-ის მეირ შემოთავაზებული რაკურსით მაზრაუი რუდიგერზე უკან იდგა და გვერდითა მსაჯი შეცდა.
