კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ალ-ნასრში 2026 წლამდე დარჩეს
საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კლუბთან შრომითი კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
ამის შესახებ ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იუწყება.
წყაროს ცნობით, "ალ-ნასრის" ხელმძღვანელობა პორტუგალიელი ვარსკვლავის შენარჩუნებით არის დაინტერესებული.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 42 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პორტუგალიელის მოქმედი შრომითი კონტრაქტი "ალ-ნასრთან" 2015 წლის ზაფხულამდეა ძალაში.