ავტორიზაცია

მილნერმა ბრაიტონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილნერმა ბრაიტონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 14 მაი 2024, 23:14
"ბრაიტონის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ჯეიმს მილნერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

ინგლისელის ახალი ხელშეკრულება გუნდთან მომავალი სეზონის ბოლომდეა ძალაში. 

შეგახსენებთ, რომ მილნერი "ბრაიტონში" გასულ ზაფხულს "ლივერპულიდან" გადავიდა. 

მიმდინარე სეზონში ჯეიმსმა "ბრაიტონში" 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.