მადრიდის რეალი როდრის კანდიდატურას კროოსის შემცვლადად განიხილავს

მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველმა როდრიმ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.
AS-ის ცნობით, ესპანელ ნახევარმცველის კანდიდატურას მადრიდის "სამეფო კლუბი" ტონი კროოსის შემცვლელად განიხილავს.
მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფეხბურთელის კონტრაქტი მანჩესტერ "სიტისთან" 2027 წლამდეა გათვლილი.