ევრო 2024-ის შემდეგ ოლივიე ჟირუ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი, ოლივიე ჟირუ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
37 წლის ფრანგმა შემტევმა ეროვნული ნაკრების მაისური პირველად 2011 წელს მოირგო და მას შემდეგ 131 შეხვედრაში 57 გოლის გატანა შეძლო - აღნიშნული შედეგით, ის საფრანგეთის ბომბარდირია.
ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს უეფას ერთა ლიგა მოიგო.