BREAKING: პსჟ მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს!
ავტორიტეტული გამოცემის Foot Mercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილი ინსაიდერის ცნობით, ჯუღელი მონაკოში "პსჟ"-ს საფეხბურთო მრჩეველს ლუის კამპოსს შეხვდა, რომელმაც მოთამაშის აგენტს განუცხადა, რომ პარიზელები მზად არიან კვარაცხელიას სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ "ნაპოლი" და ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.