ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მადრიდის რეალი დორტმუნდს 4,5 მილიონ ევროს გადაუხდის

გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ბორუსიას" შორის გაიმართა.
მადრიდულმა კლუბმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
Bild-ის ცნობით, ჯუდ ბელინგემმა ლიგის მოგებით ყოფილ კლუბს მნიშვნელოვანი ბონუსი მოუტანა. "სამეფო კლუბმა" გერმანელებს 4,5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
ეს პუნქტი ინგლისელი ნახევარმცველის კონტრაქტშია გაწერილი.