ავტორიზაცია

იუვენტუსი მზად არის კიეზა 25 მილიონ ევროდ გაყიდოს

იუვენტუსი მზად არის კიეზა 25 მილიონ ევროდ გაყიდოს
თარიღი 03 Jun 2024, 12:29
"იუვენტუსის" გარემარბი ფედერიკო კიეზა შესაძლოა კლუბს უახლოეს თვეებში დატოვოს. 

26 წლის ფეხბურთელმა ტურინულ გუნდთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა და ამიტომ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მზადაა მოთამაშე გაყიდოს, ამის შესახებ Corriere dello Sport იტყობინება. 

კიეზას მოქმედი კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომ "იუვენტუსი" იტალიელის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონ ევროს მოითხოვს.