ალ-ნასრი მზადაა შჩესნის ტრანსფერში 5 მილიონი გადაიხადოს
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ვოიცეხ შჩესნი გუნდის დატოვებას სულ უფრო უახლოვდება.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ალ-ნასრი" მზადაა პოლონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ თუ შეთანხმება შედგა, შჩესნი კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს, ხელფასის სახით კი წელიწადში 20 მილიონი ევროს მიიღებს.
34 წლის მეკარემ იტალიის სერია A-ს ბოლო სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 16-ჯერ კარი მშრალად შეინახა.