ავტორიზაცია

ბაიერნი ატალანტას ნიგერიელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება

ბაიერნი ატალანტას ნიგერიელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 11 ივნ 2024, 15:10
მიუნხენის "ბაიერნმა" იტალიის სერია A-ში მოთამაშე თავდამსხმელის ტრანსფერით ინტერესდება. 

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენური გუნდი "ატალანტა" გარემარბის ადემოლა ლოუკმანის პოტენციურ ტრანსფერს განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ ნიგერიელს ზაფხულში ტოპ-კლუბში გადასვლა სურს. მისი სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 

გასულ სეზონში 26 წლის ლოკმენმა იტალიის სერია A-ში 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.