ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნიკა გაგნიძე კოლოსში ითამაშებს - რამდენს მიიღებს გორის დილა ნახევარმცველის ტრანსფერში?

ოფიციალურად: ნიკა გაგნიძე კოლოსში ითამაშებს - რამდენს მიიღებს გორის დილა ნახევარმცველის ტრანსფერში?
თარიღი 11 ივლ 2024, 14:01
უკრაინულმა კოვალივკას "კოლოსმა" ნიკა გაგნიძის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.

გორის "დილას" 23 წლის ნახევარმცველმა უკრაინულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Transfermakt.de-ს ინფორმაციით, გორის "დილა" ფეხბურთელის ტრანსფერში 300 000 ევროს მიიღებს.

გაგნიძემ ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"კოლოსმა" უკრაინის პრემიერ ლიგის ბოლო გათამაშების სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.