ავტორიზაცია

ქუთაისის ტორპედომ გვინეელი ფორვარდი დაიმატა

ქუთაისის ტორპედომ გვინეელი ფორვარდი დაიმატა
თარიღი 12 Jul 2024, 15:17
ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე იმერულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

იანსანე ტორპედოს ხორვატიის მეორეადგილოსან “რიეკადან” შეუერთდა. 

იანსანეს დებიუტი 2022 წელს ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც შედგა.

აღსანიშნავია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.