მადრიდის რეალი იოროს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს არ გადაიხდის
მადრიდის "რეალი" არ აპირებს "ლილის" თხოვნა დაკმაყოფილოს ცენტრალური მცველი ლენი იოროს შესახებ.
ფრანგული კლუბი 18 წლის ტალანტის გაყიდვიდან დაახლოებით 50 მილიონ ევროს მიღებას ელოდება, შესაძლო ბონუსების გათვალისწინებით.
Relevo-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" ამ თანხას არ გადაიხდის. მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
გასულ სეზონში იორომ ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.