რამდენი გამოიმუშავა მადრიდის რეალმა მბაპეს მაისურების გაყიდვით პირველ დღეს?
მადრიდის "რეალმა" გუნდის ახალწვეული კილიან მბაპეს მაისურების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ Madrid Xtra იუწყება.
წყაროს ცნობით, პირველი დღის განმავლობაში "სამეფო კლუბმა" 25 წლის ფეხბურთელის შვიდ ათასზე მეტი მაისური გაყიდა.
ონლაინ მაღაზიის საშუალებით მოგებამ 800 ათასი ევრო შეადგინა.
მბაპეს როგორც "რეალის" ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია 16 ივლისს გაიმართება.