ალ-აჰლი ოსიმენს ხელფასის სახით 120 მილიონ ევროს სთავაზობს
ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო განმარტავს, რომ "ალ-აჰლი" ოსიმენს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ამ სამუშაო კონტრაქტის მიხედვით, თავდამსხმელს დაახლოებით 120 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ოსიმენის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა, არაბულ ვარიანტს კი იმ შემთხვევაში განიხილავს თუ ლონდინის "ჩელსისთან" მოლაპარაკებები შედევს ვერ გამოიღებს.