სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირია

"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგაზე აფრიკელ მოთამაშეთა შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 
ეგვიპტელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბოლონიასთან" მატჩში (2:0) 75-ე წუთზე გაიტანა. 
ამჟამად, სალაჰს ჩემპიონთა ლიგაზე 45 გოლი აქვს გატანილი - ტურნირის რეკორდი აფრიკელ ფეხბურთელებს შორის. 
"ლივერპულის" ლიდერმა ლონდონის "ჩელსის" ყოფილ თავდამსხმელს დიდიე დროგბა აჯობა, რომელის ანგარიშზეც 44 გოლია. 







