ავტორიზაცია

ოფიციალურად: სანტიაგო ხიმენესი მილანის ფეხბურთელია

ოფიციალურად: სანტიაგო ხიმენესი მილანის ფეხბურთელია
თარიღი 03 Feb 2025, 18:36
ნიდერლანდების ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელო სანტიაგო ხიმენესი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. 

"როსონერიმ" 23 წლის ცენტრ ფორვარდის სანაცვლოდ "ფეინოორდს" 32 მილიონი ევრო გადაუხადა. 

ახალწვეულმა "მილანთან" გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 4.5 წლით იქნება ძალაში. 

ხიმენესი ნიდერლანდების ჩემპიონატის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა. 

მხოლოდ მიმდინარე სეზონში მექსიკელმა ყველა ტურნირზე 16 გოლი გაიტანა.