შეთანხმება შედგა - სიტიმ პორტოდან ნახევარმცველი დაიმატა
პორტუგალიური "პორტუს" ცენტრალური ნახევარმცველი ნიკო გონსალესი მანჩესტერ "სიტიში" გაარძელებს. ამის შესახებ ავტორიტეტულმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ იტყობინება.
წყაროს ცნობით, 23 წლის გონსალესის შეძენა "ქალაქელებს" 60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
უახლოეს მომავალში ესპანელი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ინგლისურ გუნდთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს.
გონსალესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.