ჟოაო ფელიქსი კარიერას მილანში გააგრძელებს
ინგლისური "ჩელსის" თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი უახლოეს საათებში მილანის ფეხბურთელი გახდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
საუბარია მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები გარიგების დეტალებზე სრულად შეთანხმდნენ.
ფელიქსი "ჩელსიში" გასულ ზაფხულს დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.