იუვენტუსი კონტეს დაბრუნებას განიხილავს

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ტურინის "იუვენტუსის" რადარში გამოჩნდა.
"ბებერი ქალბატონის" ამჟამინდელი მთავარ მწვრთნელს, ტიაგო მოტას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: გუნდი ცოტა ხნის წინ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან და იტალიის თასიდან, სერია A-ში კი მეოთხე ხაზს იკავებს.
ინსაიდერი ნიკოლო სკირას
ინფორმაციით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს კონტეს დაბრუნების იდეას.
მწვრთნელს "ნაპოლისთან" 2027 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, მაგრამ წყაროს ცნობით, მან შესაძლოა წასვლა განიხილოს, თუ ზაფხულში ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელობა ტრანსფერებში შესაბამის თანხას არ დახარჯავს.
ანტონიო კონტე ტურინულ კლუბში 2011 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა.