ლეაუმ რიკარდო კაკას რეკორდი გაიმეორა

რაფაელ ლეაუს გოლმა "მილანს" "ბოლონიასთან" მატჩში ვერ უშველა. ხუთშაბათს გამართული შეხვედრა "როსონერის" მარცხით – 1:2 დასრულდა.
43-ე წუთზე პორტუგალიელმა გარემარბმა თავისი გუნდი დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ორი გოლით უპასუხეს.
მიმდინარე სეზონში ლეაუს სერია A-ში 6 გოლი აქვს. Opta-ს ცნობით, 25 წლის შემტევი გახდა პირველი მოთამაშე კაკას შემდეგ, ვინც იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ექვს სეზონში "მილანის" რიგებში 5 ან მეტი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ეს (2003/04 და 2008/09) წლების სეზონში შეძლო.