უმაღლესი ლიგა - 29-ე ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უმაღლესი ლიგა - 29-ე ტურის წინ



ხვალ, 17 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. ჩემპიონის ლიდერის ვინაობა უკვე ცნობილია, მაგრამ გუნდები ადგილების შენარჩუნებისთვის და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან. ხვალ ლანჩხუთის "გურია" შინ მიიღებს თბილისის "დინამოს". ამჟამად თბილისელები მე-2 ადგილს იკავებენ, გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებენ მეორეულ პოზიციას. მის უშუალო მეტოქეს, ბათუმის "დინამოს" 52 ქულა აქვს. რაც შეეხება მასპინძლებს, ლანჩხუთელები მე-8 ადგილზე არიან. საქართველოს ჩემპიონს, გორის "დილას" დაუპირისპირდება მარტვილის "მერანი", რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ერთი საფეხურით ზემოთ გადაინაცვლებს, თუმცა ეს მის მეტოქე, ფოთის "კოლხეთზეა" დამოკიდებული, რომელიც "მერანს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. გადარჩენისთვის იბრძვის რუსთავის "მეტალურგიც", რომელიც ამჯერად ცხინვალის "ცხინვალს" შეხვდება. რუსთაველებმა გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიას" ვერ მოუგეს, უშუალო მეტოქემ,"სიონმა" კი ბათუმის "დინამო" დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ აქამდე "მეტალურგი" 1 ქულით წინ იყო, ამჟამად კი ბოლნისის "სიონს" 26 ქულა აქვს, "მეტალურგს" 25. რუსთაველებს დარჩენილ 2 ტურში ორივე მოგება აწყობთ, რომ შეინარჩუნონ ადგილი უმაღლესში. გაუმართლებთ თუ არა რუსთაველებს, ეს ხვალ ნაწილობრივ გამოჩნდება. ქუთაისის "ტორპედო" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქობულეთის "შუქურას" მიიღებს. ამჟამად მასპინძლები 40 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "შუქურა" მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩება. ასევე საინტერესო მატჩი გაიმართება ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე, სადაც წინა ტურებში დამარცხებული "ზუგდიდი" დაბალქულიან მეტოქეს "სიონს" დაუპირისპირდება. "სიონისთვისაც" ისევე, როგორც "მეტალურგისთვის" ხვალინდელ ტურს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ შემთხვევაში თუ "სიონიც" დარჩენილი ორი ტურის მატჩებს მოიგებს, ავტომატურად "მეტალურგს" ქულების მოპოვების შანსი აღარ ექნება. ბათუმის "დინამოს" "ზესტაფონთან" ჰქონდა კალენდარული მატჩი, აქედან გამომდინარე ბათუმელებს გამარჯვება ავტომატურად ჩაეთვლებათ. ხვალინდელი მატჩები: "გურია" (ლანჩხუთი) - "დინამო" (თბილისი) - ლანჩხუთი, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი, 17:00 "მერანი" (მარტვილი) - "დილა" (გორი) - მარტვილი, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი, 17:00 "ჩიხურა" (საჩხერე) - "სამტრედია" (სამტრედია) - ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 17:00 "ცხინვალი" (ცხინვალი) - "მეტალურგი" (რუსთავი) თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო, 17:00 "ტორპედო" (ქუთაისი) - "შუქურა" (ქობულეთი) - ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, 17:00 "ვიტ ჯორჯია" (თბილისი) - "კოლხეთი" (ფოთი)  - მცხეთა, მცხეთა პარკი, 17:00 "ზუგდიდი" (ზუგდიდი) - "სიონი" (ბოლნისი) -  ზუგდიდი, ბაიას ბაზა, 17:00

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები