ბათუმის "დინამოს", "დინამო თბილისის" და "ცხინვალის" მეტოქეები ევროპა ლიგაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბათუმის "დინამოს", "დინამო თბილისის" და "ცხინვალის" მეტოქეები ევროპა ლიგაზე



უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ევროპა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა. ცნობილია ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა. ბათუმის "დინამოს" ნიქოზიის "ომონია" დაუპირისპირდება. თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება "გაბალა", ხოლო "ცხინვალი" რუმინეთის "ბოტოშანტან" გაარკვევს უფრო ძლიერის ვინაობას. აქვე გეტყვით, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 16 და 23 ივლისს გაიმართება. ორივე "დინამო" პირველ შეხვედრას საქართველოში ჩაატარებს, "ცხინვალი" კი სტუმრად ითამაშებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილა" ბელგრადის "პარტიზანს" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები