მენეზი იანვარში ან თებერვალში დაბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მენეზი იანვარში ან თებერვალში დაბრუნდება



მენეზი ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მინდორზე, ახლახანს კი მორიგი ოპერაცია გაიკეთა ზურგის პრობლემის გამო. "მილანის" მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ ფრანგს ოპერაციის დროს ინფექცია შეეჭრა. "მენეზს ინფექცია შეეჭრა იქ, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ის იანვარ-თებერვლამდე გამოჯანმრთელდება" , - ციტირებს მიხაილოვიჩს Goal.com. სერბმა მიანიშნა, რომ შესაძლოა "მილანმა" ზამთარში კევინ-პრინს ბოატენგთან გააფორმოს კონტრაქტი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, მაგრამ "მილანთან" ერთად ფორმას ინარჩუნებს. "ის ახლა ჩვენთან ვარჯიშობს და იანვარში გადაწყვეტს, შემდგომ რას იზამს. კარგი ფეხბურთელია და ძალიან ძლიერია ინდივიდუალურად. მას მუხლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა" , - ამბობს "როსონერის" მწვრთნელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები