Goal.Ge

რა ეღირებოდა მარადონა 2015 წელს რომ ეთამაშა ?



საფეხბურთო საიტი Goal.Ge განაგრძობს თქვენს განებივრებას საინტერესო სტატიებით. ამჯერად, წარმოგიდგენთ ბლოგს, სათაურით – "რა ეღირებოდა მარადონა 2015 წელს რომ ეთამაშა?"

"ის 10 მილიონი ღირს და მას მარადონა ჰქვია!" 

ასე უმღეროდნენ "ბონა ხუნიორსის" გულშემატკივრები "არგენტინოსიდან" გადმობარგებულ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და წარმოუდგენელი მომავლის მქონე, დიეგო არმანდო მარადონა ფრანკოს. 1981 წელს "ბოკას" დიეგოს ტრანსფერი 10 მილიონი დაუჯდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელ თანხას წარმოადგენდა. ტრანსფერში ფულთან ერთად, "ხუნიორსის" 6 ფეხბურთელი და ფულადი ჩეკები იყო ჩართული. ასე რომ, ამ ტრანსფერით ლეგენდარული მარადონა იმ დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა (აჯობა იოჰან კრუიფს, რომელიც 1973 წელს "ბარსელონაში" 4 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა).

რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი ? "არგენტინოსის" მაისურით მარადონამ 166 მატჩი ჩაატარა და 112 გოლი გაიტანა. ამავდროულად, გამოამჟღავნა ენით აღუწერელი საფეხბურთო ტალანტი, რომელიც არგენტინელ 10–იანს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას უწინასწარმეტყველებდა.

დიეგო მარადონამ და მიგელ ბრინდისიმ "ბოკაში" წარმოუდგენელი დუეტი შექმნეს. არგენტინელმა გენიოსმა "ხუნიორსის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 26–ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა. დღესაც დაუვიწყარია მის მიერ არგენტინული გუნდის მაისურით "სუპერკლასიკო ბომბონერაში" გატანილი გოლი.

მარადონა 1981/82 სეზონის დაწყებამდე ამბობდა, რომ "ბოკა ხუნიორსი" ჩემპიონი გახდებოდა და სიტყვა აასრულა კიდეც. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ "ბარსელონამ" დიეგოს სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადა.

როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, როგორიც დიეგო მარადონაა, კლუბი ყოველთვის ცდილობს, ფეხბურთელს რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნას (როგორც დღეს მესის). როგორც ჩანს, "ბარსას" სკაუტებმა მარადონას ნიჭი სათანადოდ ვერ შეაფასეს. 1984–ში მარადონა "ნაპოლიში" 5,3 მილიონად გადავიდა. სწორედ "ნაპოლიში" თამაშისას დაიდგა მარადონამ ფეხბურთის "მეფის" გვირგვინი. ნეაპოლში და მთლიანად მსოფლიოში 30 წლის შემდეგაც დიდია მოთხოვნილება დიეგო მარადონას მაისურებზე (ნაპოლის).

ფ

ფეხბურთში ჩადებული ინვესტიციები რომ გაასმაგდა, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მარადონას წლიური ხელფასი მხოლოდ 1,200,000 აშშ დოლარი იყო, როცა დღეს მესის ხელფასი 25 მილიონს უტოლდება.

ისმის კითხვა, შესაძლებელია თუ არა მარადონას სატრანსფერო ღირებულების დადგენა, მას თანამედროვე დროში რომ ეთამაშა. ამაზე პასუხი, როგორც ჩანს, ფეხბურთის დეტალების სპეციალისტ Pluri–ს (ორგანიზაცია) აქვს.

20 წლის ასაკში, პელეს შეძენა გაცილებით უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე იმავე ასაკში მყოფი ლიონელ მესის, ნეიმარისა და დიეგო მარადონას. ამ ასაკში ბრაზილიელ ლეგენდას მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოგებული ჰქონდა (1958 – შვედეთი), იყო "სანტოსის" მამოძრავებელი ძალა და შეგდებული ჰქონდა არც მეტი არც ნაკლები 355 გოლი.

რაც შეეხება ლეო მესის, მას 20 წლის ასაკში 2–ჯერ ლა ლიგისა და ერთჯერ ჩემპიონთა ლიგის თასები ჰქონდა მოპოვებული. თინეიჯერული ასაკიდან გამოსვლისას მესის ღირებულება 68 მილიონი ევრო იქნებოდა.

20 წლის ასაკში, ნეიმარს 103–ჯერ ჰქონდა გოლი გატანილი, ამას დავუმატოთ მოგებული კოპა ლიბერტადორესის თასი, Pluri–მ ნეიმარი 55 მილიონად შეაფასა.

დიეგო მარადონა სიაში მე–4 ადგილს იკავებს. 40 მილიონად შეფასებულ არგენტინელს, 20 წლის ასაკში, 119 გატანილი გოლი, 3 არგენტინის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირისა და მოგებული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დაუგროვდა.

რამდენი დაუჯდებოდა ნებისმიერ კლუბს დიეგო მარადონას შეძენა 2015 წელს ? შედარებისთვის ლეო მესი გამოვიყენოთ. დღეს მესის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონ ევროს შეადგენს. კარიერის პიკში, 1981–89 წლებში, დიეგო მარადონა 1 პენით ნაკლებიც კი არ ეღირებოდა.რა თქმა უნდა, მესის გაცილებით ბევრი მიღწევა აქვს, ვიდრე მარადონას, მაგრამ, ამავდროულად, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტები: მესის თამაში არგენტინის "ოქროს თაობასთან" ერთად მოუწია. მისი მწვრთნელი იყო პეპ გუარდიოლა, აქვს გაცილებით მაღალ–ტექნოლოგიურად აღჭურვილი სავარჯიშო და მოსამზადებელი მოედნები. გაცილებით მოსახერხებელი მაისურები, ბურთები და ბუცები.

რაც არ უნდა იყოს, ერთ რამეზე ყველანი ვთანხმდებით. როგორც ლეო მესი, ისე დიეგო მარადონა არა მარტო არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ფეხბურთის არსებობის განმავლობაში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიტის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშე აირჩიეს

"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებმა 2018/19 წლების სეზონის მიხედვით გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

დღეს, 00:31

ტოტი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შევიდა

"რომას" ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი იტალიური ფეხბურთის ფედერაციის დიდების დარბაზში შევიდა.

დღეს, 00:21

"ჩემს დიდ უკანალს აიგნორებ?" - სახალისო კომენტარი მარტინესის ინსტაგრამიდან

მიუნხენის "ბაიერნმა" 2018/19 წლების სეზონში დომინაცია გააგრძელა და ბუნდესლიგა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

გუშინ, 23:57

ბარსელონას გარეშე - დე ლიგტისთვის ბრძოლაში 3 ფავორიტი გამოიკვეთა

ცნობილი ამერიკული გამოცემა "ESPN" იტყობინება, რომ დე ლიგტისთვის დაძაბულ ბრძოლაში ფავორიტები გამოიკვეთნენ.

გუშინ, 23:55

ვინ არის ქალბატონი, რომელსაც კოვაჩმა თამაშის დროს აკოცა?

მიუნხენის "ბაიერნისთვის" ბუნდესლიგის 2018/19 წლების სეზონი საკმაოდ დრამატული და ემოციური გამოდგა.

გუშინ, 23:50

პოჩეტინოს ბიძაშვილი: "მაურისიო იუვენტუსს მოუხდებოდა"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს, ბიძაშვილმა არგენტინელის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:45

ოფიციალურად: აიაქსმა 21 წლის მცველი დაიმატა

ამსტერდამის "აიაქსმა" გუნდის კაპიტნისა და დაცვის ლიდერის, მატიის დე ლიგტის, შემცვლელი იპოვნა.

გუშინ, 23:20

ჩანი ალეგრის წასვლას გამოეხმაურა

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ემრე ჩანმა, იტალიურ გრანდში თავისი პირველი სეზონი შეაფასა.

გუშინ, 23:16

გიოტცე: "თუ ვარჯიშზე თავს დაზოგავ, კლოპი გადაგივლის!"

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა ნახევარმცევლმა, მარიო გიოტცემ, იურგენ კლოპთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

გუშინ, 23:11

მბაპემ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში თავისი რჩეული დაასახელა.

გუშინ, 23:05

ლიორენტეს ოთხი მსურველი გამოუჩნდა

გამოცდილი ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ლიორენტე, ზაფხულში ლონდონის "ტოტენჰემს" დატოვებს.

გუშინ, 23:02

ნაპოლიმ ატალანტას ერთ-ერთი ლიდერი გაიფორმა

ბერგამოს "ატალანტას" ერთ-ერთი ლიდერი და შემტევი კარიერას ნეაპოლში გააგრძელებს.

გუშინ, 22:45

შესნი: "ალეგრი იუვესთვის იდეალური მწვრთნელი იყო"

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ვოიჩეხ შესნიმ, გუნდის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი დადებითად დაახასიათა.

გუშინ, 22:42

ჟირუს მომავალი გაირკვა

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს, მომავალს ნათელი მოეფინა.

გუშინ, 22:37

რობერტო: "მესი გოლების გატანით არასოდეს იღლება"

კატალონიის "ბარსელონას" განაპირა მცველი, სერხი რობერტო, ლიონელ მესის მორიგ ჩინებულ სეზონს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:23

პსჟ-მ მბაპეს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"პარი სენ ჟერმენმა" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კილიან მბაპეს, მომავალზე სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

მილანმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა

"მილანი" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას იწყებს.

გუშინ, 20:00

ვინ სურს იუვენტუსის მწვრთნელად რონალდუს? - კრიშტიანუს მოთხოვნა

"იუვენტუსი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 19:55

რა ბედი ელის გიუნდოგანს? - გერმანელი განცხადებას აკეთებს

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 19:49

ალისონი: "ამ ისტორიას ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვები"

"ლივერპულის" გოლკიპერი, ალისონი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 19:44

შეთანხმება მიღწეულია - კონტეს ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

"ჩელსისა" და "იუვენტუსის" ექს-თავკაც ანტონიო კონტეს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 19:37

სიმეონე გრიზმანის წასვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანს მადლობა გადაუხადა.

გუშინ, 19:31

ზაფხულისთვის სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ სასურველი ფეხბურთელი შეარჩია.

გუშინ, 19:21

ბაიერნმა ბოატენგს ფასი დაადო - სად გადავა გერმანელი?

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:16

კროოსი პოგბასა და მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 19:12

ვინ გაწვრთნის იუვენტუსს? - ტურინულ გრანდში განცხადება გააკეთეს

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 19:05

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ალეგრი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსიდან" გაათავისუფლეს.

გუშინ, 18:52

კანტეს სერიოზული მსურველი ჰყავს - ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინში

ბრიტანულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

გუშინ, 18:47

სიტიმ კომპანის შემცვლელი შეარჩია

Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტიმ" ვენსან კომპანის შემცვლელი შეარჩია.

გუშინ, 17:54

მანჩესტერი ფელიშისთვის ბრძოლაში ჩაერთო

"ბენფიკა" - "სანტა კლარას" დაპირისპირება იმით იყო განსაკუთრებული, რომ სტადიონზე იმყოფებოდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები.

გუშინ, 17:46

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10