კოლხეთი ზუგდიდს ქობულეთში უმასპინძლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კოლხეთი ზუგდიდს ქობულეთში უმასპინძლებს


კოლხეთი ზუგდიდს ქობულეთში უმასპინძლებს

2 ოქტომბერს, საქართველოს უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის წითელი ჯგუფის მე-8 ტურის შეხვედრაში, ფოთის "კოლხეთი" "ზუგდიდს" ქობულეთში, "ჩელე არენაზე" უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას, "კოლხეთის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს და შემდეგ განცხადებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"1 და 2 ოქტომბერს ფოთში "პარკ არენაზე" იმართება ეროვნული ჩემპიონატის მატჩები 7-კაცა რაგბში. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ მატჩი 2 ოქტომბრის ნაცვლად ჩაგვეტარებინა 30 სექტემბერს ან 3 ოქტომბერს, რაზეც ფედერაცია არ იყო წინააღმდეგი, მაგრამ მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, საფეხბურთო კლუბმა "ზუგდიდმა" უარი გვითხრა მატჩის გადატანაზე, ამიტომ იძულებული ვართ, თამაში 2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ჩავატაროთ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები