ზუგდიდმა დილას წინააღდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზუგდიდმა დილას წინააღდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა


ზუგდიდმა დილას წინააღდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის წითელი ჯგუფის მე-9 ტურის ბოლო შეხვედრაში ზუგდიდმა "ზედა ეწერზე" გორის "დილას" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება შეძლო.

ძლიერი წვიმის და სტადიონზე უდრენაჟობის გამო, მოედანზე თამაში დამდგარი წყლის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე დიმიტრი თუთბერიძემ გაიტანა. 67-ე წუთზე გორელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან გუნდის ფორვარდი ირაკლი მოდებაძე გააძევა, ამ მომენტიდან 3 წუთში კი "ზუგდიდის" ფეხბურთელი ლევან წურწუმიაც გააგდო.

მეცხე ტურს შემდეგ "ზუგდიდი" 6 ქულით ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა, "დილა" კი 9 ქულით მეხუთეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები