Goal.Ge

ბლოგი: ნიჭი, შესაძლებლობა, მომავალი კარიერა და BMW X5



სტერეოტიპი ნამდვილად არაა ის, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. მართლაც და ამ პატარა ქვეყანაში უამრავ სფეროში წააწყდები ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს. გამონაკლისი არც ფეხბურთია. ბევრი ტალანტი დაბადებულა და ალბათ კიდევ დაიბადება. საქმე ისაა რამდენი ითამაშებს აქედან დიდ ფეხბურთს, რამდენი ავა საფეხბურთო მწვერვალზე და იქიდან გადმოგვძახებს – ”მე ეს შევძელიო”. ყიფიანიც გვყოლია, მესხიც და დარასელიაც ამ მადლიან ადგილზე დაიბადნენ და აქ ეზიარნენ დიდ ფეხბურთს. უნარი, შრომა, ვარჯიში, მონდომება და მათ ეს შეძლეს … დღეს ქართულ ფეხბურთს უჭირს, ვერა და ვერ წამოიდგა წელი, გამოჩნდება ვიღაც ნიჭიერი მობურთავე, ყველა გაიცნობს, გააღმერთებენ, იმედებს დაამყარებენ, თუმცა … შეუჩნდება ეშმაკი და აღარ ცდილობს წინსვლას. მათი მონდომება და მომავალი მკერდსავსე გოგოზე, აიფონზე და ძვირადღირებულ მანქანაზე ჩერდება. დავაბრალოთ ეშმაკს, სულ მისი ბრალია ეს ჩვენი პატარ-პატარა ბიჭები არასრულფასოვან ფეხბურთელებად რომ გრძნობენ თავს ზემოთჩამოთვლილი რეგალიების გარეშე. მეფეს კი სჭირდება გვირგვინი, ტახტი და სკიპტრა მაგრამ ესენი იმ ყველაფრის გარეშე ვითომ ვერ გაძლებენ? ამას წინათ ერთ-ერთი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ვიყავი და მწვრთნელს ველაპარაკებოდი. საუბარმა ერთ-ერთი ფეხბურთელის გვარი მოიტანა. სულ ხელფასზე წუწუნებს არადა წელიწადში 100,000-ს იღებდა და არ არის პატარა თანხაო. შეეძლო ეს თანხა სეზონზე გადაენაწილებინა, ამან კი დასაწყისშივე მოითხოვა 50,000. ნაქირავებში ცხოვრობდა ოჯახით, ვიფიქრეთ ალბათ ბინისთვის უნდა, ეს კი მეორე დღეს ვარჯიშზე ახალთახალი მანქანით მოგვადგაო. უკვე მერამდენი სატრანფრო ფანჯარას ველით იმის იმედით, რომ ანანიძე ”სპარტაკს” თავს დააღწევს, ჭანტურია გონს მოეგება და ფეხბურთელივით ცხოვრებას მიეჩვევა, იქნებ უკრაინაში თამაშიც არ იყოს ქართველი ფეხბურთელების ოცნება. ვუყურებ ოქრიაშვილის და თარგამაძის თამაშს და მიხარია, აზროვნებენ, ფინტაობენ, ლამაზად თამაშობენ და მეტიც შეუძლიათ, მეტსაც იმსახურებენ, თანაც ”ილიჩოვეცზე” ბევრად მეტს … ახალგაზრდული ნაკრების წევრს ვესაუბრე ამას წინათ სამომავლო გეგმებზე. ”ევროპისკენ მინდა წასვლა, აქ არაფერი არ არის, იქ კი ისე გაერთობი და იმდენი კლუბია სათვალავი აგერევაო”. წავა, როგორ არ წავა და კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს დაკარგავს ქართული ფეხბურთი ასე მგონია. თუმცა სამწუხაროდ ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. ფეხბურთი მართლა სამსახურია და მუხლჩაუხრელი შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდება თუ გინდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო. ეს უნდა გაითავისონ ჩვენმა ფეხბურთელებმა, როგორც ეს გერმანიიდან ზესტაფონში ჩასულმა პატრიკ მილხრაუმმა აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში: ”გერმანიაში ფეხბურთი უფრო მეტად სამსახურია, აქ კი უფრო თამაშიო”. ჭანტურია ტალანტი იყო, ბიჭი ”ბარსელონაში” აწონებდა თავს მწვრთნელებს … დღეს არნემშია, სახლის კართან მეზობლები განცხადებებს უტოვებენ, ღამე თუ ხმაურს და ჩვენს შეწუხებას გააგრძელებ, იძულებული ვიქნებით პოლიციას გამოვუძახოთო. შე დალოცვილო, ყველა გვერდით გიდგას, ნაკრებში გეძახიან, კარგ გუნდში თამაშობ, ხელფასი არ გაკლია, მანქანა თუ სახლი, ოჯახი არ გაწევს ზურგზე და რა გევალება გარდა ფეხბურთის თამაშისა? ითამაშე და ჩადე ყველაფერი თამაშში. თუმცა არ უნდა ეტყობა. ამას წინათ ”ვიტესის” ფორუმზე ერთ-ერთი იქაური გულშემატკივარი წერდა: ”I would be so happy if he leaves. He messes up everything. He does not grow up. Acts like a child.” ჰოდა, ვუსურვოთ ჩვენს მომავალ იმედებს, რომ გაიზარდნონ, საფეხბურთო ჭკუა და გონება მოემატოთ, ბავშვებივით აღარ მოიქცნენ, იშრომონ და შედეგიც აუცილებლად მოვა … დიმა ნებიერიძე 29/01/2013

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10