Goal.Ge

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი განახლდება


სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი განახლდება

ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩები 8-9-10 სექტემბერს გაიმართება. ჩემპიონატში ჯერ ბევრი რამ არის გასარკვევი და ეს ტურიც რამდენიმე კუთხით იქნება საინტერესო.

8 სექტემბერი

კოლხეთი-სამტრედია
17:00. ბათუმი. რაგბი არენა


კოლხები რთულ მდგომარეობაში არიან და საპლეიფო ზონაში იმყოფებიან. ფოტელებს უკვე 10 მატჩია არ მოუგია, ამიტომ მათთვის ყველა ქულას სასიცხლო მნიშვნელობა აქვს. პლუს ახალი მწვრთნელი ჰყავთ _ ნუგზარ თვარაძე, რომელმაც სულ ერთი მატჩი ჩაატარა გუნდთან ერთად. სავარაუდოდ, ახალ მწვრთნელს ნაყოფიერად უნდა გამოეყენებია სანაკრებო პაუზა. ვნახოთ როგორ ითამაშებენ ნომინალური მასპინძლები.

თავის მხრივ ქულები სამტრედიასაც ჭირდება. გია ცეცაძის გუნდი მეორე ადგილისთვის იბრძვის, თუმცა ზურგს უკან ლოკომოტივის სუნთქვაც ესმის და ქულების დაკარგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სამეულიც სანატრელი გაუხდეთ.

ტორპედო-ჩიხურა
20:00. ქუთაისი. რამაზ შენგელია


იმერული გუნდების თამაშს რეგიონალური დერბის გარდა სხვა დატვირთვა ნაკლებად აქვს. ჩიხურა მყარად არის ცხრილის შუაგულში და მიმდინარე სეზონში მეტის ამბიციაც არ უნდა ჰქონდეთ.

ტორპედო კი სამეულშია და მხოლოდ მე-2 ადგილის დასაკავებლად იბრძვის. საამისოდ კი ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს.

9 სექტემბერი

ლოკომოტივი-დილა
17:00. თბილისი. მიხეილ მესხი 2


თბილისური კლუბი წარმატებულ სეზონს ატარებს და 39 ქულით მეოთხე ადგილზეა. გუნდმა გასულ 3 ტურში მნიშვნელოვანი 9 ქულა მოიპოვა და ევროტურნირებზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.

გორელები კი, უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და სადღეისოდ, 25 ქულით მერვე ადგილზე არიან.

დინამო (თბ)-შუქურა
20:00. თბილისი. დინამო არენა


თბილისელები გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ და ამ ეტაპზე ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს არიან. საამისოდ კი დაუგეგმავი ქულები არ უნდა დაკარგონ და შუქურა სწორედ ის მეტოქეა, ვისთანაც 3 ქულა უნდა აიღონ.

ქობულეთელებს მიმდინარე სეზონში რადიკალურად განსხვავებული მიზანი აქვთ. გიორგი შაშიაშვილის გუნდი ბოლო, მეათე ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

10 სექტემბერი

საბურთალო-დინამო (ბთ)
20:30. თბილისი. დავით პეტრიაშვილი


საბურთალოელებიც მყარად არიან სატურნირო ცხრილის შუაგულში და საფრთხე ჯერ არაფრის ემუქრებათ. ასევე ვერ შეძლებენ ევროსაგზურისთვის ბრძოლას.

დედაქალაქელთაგან განსხვავებით კი, ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან და ბოლოს დროს მოღონიერებულიც ჩანან. ზღვისპირელები შეეცდებიან თბილისიდან უქულოდ არ წავიდნენ.

სატურნირო ცხრილი:

1.დინამო (თბ) 24 18 2 4 62-17 56
2.ტორპედო 24 14 6 4 34-18 48
3.სამტრედია 24 13 6 5 36-24 45
4.ლოკომოტივი 24 12 3 9 42-31 39
5.ჩიხურა 24 10 4 10 30-39 34
6.საბურთალო 24 10 4 10 32-28 34
7.დინამო (ბთ) 24 8 2 14 22-32 26
8.დილა 24 6 7 11 28-35 25
9.კოლხეთი 24 4 7 13 21-43 19
10.შუქურა 24 2 5 17 22-62 11

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მილტონ ჰეიგი: "ასეთი ახალგაზრდული გუნდით მოგება განსაკუთრებით სასიხარულოა"

საქართველოსა და სამოას მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 27:19 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

დღეს, 21:01

შარიქაძე: "შესვენებაზე ბიჭებმა ვთქვით, რომ ყურები არ უნდა ჩამოგვეყარა და ბოლომდე გვებრძოლა"

სამოასთან მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 20:57

როჯერ ფედერერისთვის სეზონი დასრულებულია - შემაჯამებელი ტურნირის პირველი ფინალისტი გაირკვა

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ფინალისტი გაირკვა.

დღეს, 20:39

სამოას მწვრთნელი: "მეორე ტაიმში საქართველო უფრო აგრესიული გახდა და მოხდა ის, რაც მოხდა"

საქართველოსა და სამოას დაპირისპირების შემდეგ კომენტარი სამოელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჯექსონმა გააკეთა.

დღეს, 20:29

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში შევიდა! - პელესა და რონალდოს გვერდით

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ურუგვაისთან (1:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

დღეს, 19:25

ჯო კოულმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც უთამაშია

ცნობილი ინგლისელი ნახევარმცველი, ჯო კოული საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 18:57

აგენტი მილანშია! - იბრაჰიმოვიჩის მოთხოვნები ცნობილია

მას შემდეგ, რაც "გელექსი" მლს-ის ფლეი ოფს მიღმა დარჩა, იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნებაზე დაფიქრდა.

დღეს, 18:47

"ინტერი ჯერ კიდევ დაინტერესებულია", - მოდრიჩის აგენტის განცხადება

გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის "ინტერში" შესაძლო წასვლაზე სერიოზული ჭორები ვრცელდებოდა.

დღეს, 18:42

ისტორიული ტრანსფერის მოლოდინში: რამდენს იხდის ბარსელონა ჩაკვეტაძის სანაცვლოდ?

ამ კვირაში, ყველაზე აქტუალური თემა ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაა.

დღეს, 18:30

ისკოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 18:28

სამოელების ტრადიციული "სივატაუ" საქართველოსთან მატჩის წინ [VIDEO]

ამ წუთებში მიმდინარეობს ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველოსა და სამოას ნაკრებებს შორის.

დღეს, 18:18

ვენგერმა პსჟ-ს ფეხბურთელი ურჩია - Daily Mirror

გარდა ამისა, საქმეში მიუნხენის "ბაიერნიცაა" ჩართული.

დღეს, 18:17

ბარსელონას პიკეს შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena Ser ავრცელებს.

დღეს, 18:12

"2013 წელს, პსჟ-სგან წინადადება მივიღე", - რატომ უთხრა უარი ვილაშ-ბოაშმა პარიზელებს?

ცნობილმა სპეციალისტმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ 2013 წელს "პსჟ"-ს ჩაბარება შეეძლო.

დღეს, 18:06

ბარსელონა ორ ფეხბურთელს ყიდის

კატალონიური გრანდი 73 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

დღეს, 17:55

ფაბინიოს ორი იტალიური გრანდი უმიზნებს - Sport Mediaset

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ფაბინიომ იანვარში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 17:50

ალბას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია?!

"ბარსელონას" ბოსები ხორდი ალბას წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დღეს, 17:37

რომელ გრანდს შესთავაზა რეალმა კეილორ ნავასის შეძენა?

"რეალის" მეკარე, კეილორ ნავასი გუნდში სათადარიგოთა სკამის კიპერის როლით უკმაყოფილოა.

დღეს, 17:32

მოურინიომ სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 17:26

ზაფხულში არსენალს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, ზაფხულში არსენალს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა.

დღეს, 17:20

იუვენტუსის მიმზიდველი წინადადება რეალს

"იუვენტუსს" "რეალის" მცველის, მარსელოს შეძენა უნდა.

დღეს, 17:14

ბარსელონამ ერთ-ერთი საკვანძო ნახევარმცველის ტრავმა დაადასტურა

კატალონიის "ბარსელონამ", "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე, არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.

დღეს, 16:37

ვალდანო: "რამოსი ისე იქცევა, თითქოს რეალი მისი საკუთრებაა და ფეხბურთიც მან დააარსა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, აღიარა, რომ "სამეფო კლუბის" კაპიტანი, სერხიო რამოსი, ძლიერ პიროვნებად მიაჩნია.

დღეს, 16:33

კავანიმ ნეიმართან შეტაკებაზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენისა" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, ნეიმართან მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

დღეს, 14:47

შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

წლის უკანასკნელი ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

დღეს, 14:29

ნეიმარისა და კავანის კონფლიქტის ახალი ტალღა? ედინსონმა თანაგუნდელი არ დაინდო [VIDEO]

მოგეხსენებათ, გუშინ, 16 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დღეს, 14:05

ვან დეიკი: "რამოსი საუკეთესო მცველი არ არის, ჩემი ფავორიტი სხვა ფეხბურთელია!"

საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჰოლანდიის მცველს, ვირჯილ ვან დეიკს, ჰკითხეს, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი.

დღეს, 13:56

აზარი: "ოქროს ბურთი არ დამიმსახურებია"

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, ედენ აზარმა, 2018 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებზე ისაუბრა.

დღეს, 13:49

ლოვრენი: "ხალხი მაკრიტიკებს, მაგრამ, მათი ხმა არ მესმოდა მაშინ, როდესაც ინგლისმა ვერ გაგვიტანა"

ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ერთა ლიგაზე ინგლისთან მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები