Goal.Ge

მბაპეს და დემბელეს ბრწყინვალე დებიუტები და ჩემბერლინის კოშმარი


მბაპეს და დემბელეს ბრწყინვალე დებიუტები და ჩემბერლინის კოშმარი

გუშინ რამდენიმე საფეხბურთო გრანდში ახალწვეულთა დებიუტები შედგა. უსმან დემბელემ პირველად მოირგო "ბარსელონას" მაისური, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინმა "ლივერპულში" ითამაშა პირველად, ხოლო კილიან მბაპემ კი "პსჟ"-ს შემადგენლობაში ჩაატარა თავისი სადებიუტო შეხვედრა.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეების სადებიუტო შეხვედრებს და მათ მონაგარს.

კილიან მბაპე (სადებიუტო შეხვედრა "მეცის" წინააღმდეგ)

ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავის სადებიუტო შეხვედრა მართლაც შეუდარებელი აღმოჩნდა. თინეიჯერმა შემტევმა ნეიმართან და ედინსონ კავანისთან ერთად "პსჟ"-ს შემტევ ხაზში ბრწყინვალე ტანდემი ჩამოაყალიბა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავისი უზადო ტექნიკით მიიპყრო ყურადღება. შეხვედრის მიმდინარეობისას იყო მომენტები, როცა მბაპემ მთელი პუბლიკისგან მიიღო აპლოდისმენტები. მართლაც, ახალგაზრდა ფრანგმა "პსჟ"-ს სხვა ვარსკვლავებთან ერთად ვარსკვლავური შემტევი ხაზი ჩამოაყალიბა. 

შეხვედრის 59-ე წუთზე, კილიან მბაპემ ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა ნეიმარს, თუმცა ის "მეცის" მცველებმა ჩაჭრეს. მოგვიანებით ახალგაზრდა ფრანგი ბრწყინვალედ გაერკვა სიტუაციაში და "მეცის" კარში ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა.



უსმან დემბელე (სადებიუტო შეხვედრა "ესპანიოლის" წინააღმდეგ)

უსმან დემბელეზე ძალიან დიდი იმედებია დამყარებული, ასე რომ, მის სადებიუტო შეხვედრას ძალიან ბევრი საფეხბურთო გულშემატკივარი ელოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბევრისთვის, უსმან დემბელე "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და ის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. ნეიმარის შემცვლელად წოდებული მოთამაშე შეხვედრაში მართლაც კარგად ჩაერთო. დემბელემ თავისი მთავარი კოზირი - დრიბლინგი გამოიყენა და ლუის სუარესს ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა.

საბოლოო ჯამში, დემბელეს გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში 5:0 იმარჯვა და ფრანგი მოთამაშისთვის მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოდგა.



ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინი (სადებიუტო შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ)

მბაპეს და დემბელეს ბრწყინვალე დებიუტები და ჩემბერლინის კოშმარი

ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრებში ყოფნის დროს აცხადებდა, რომ ის მოუთმენლად ელოდა "ლივერპულში" თავის სადებიუტო შეხვედრას და ეს დღეც დადგა. "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინი "ლივერპულის" სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, იურგენ კლოპმა გადაწყვიტა, რომ უკვე უშანსოდ დატოვებული გუნდის შემტევი ხაზი ცოტათი მაინც გაეძლიერებინა, ასე რომ, მოედანზე ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინი შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი მოთამაშე ორმაგად იყო მოტივირებული, რადგან ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო, ყველაფერი საშინლად განვითარდა და საბოლოო ჯამში მრისხანე "ქალაქელებმა" "ლივერპული" არ დაინდეს და 5:0 დაამარცხეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩემბერლინის მიერ "არსენალის" მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში თავისმა გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:8 წააგო, ასე რომ, "სიტისთან" განადგურებით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ტრადიცია გაგრძელდა.

ფედერიკო ბერნარდესკი (სადებიუტო შეხვედრა "კიევოს" წინააღმდეგ)

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა დუგლას კოშტასთან ერთად კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შემტევი შეიძინეს. ფლორენციული "ფიორენტინას" აწ უკვე ყოფილი მოთამაშე,ფედერიკო ბერნარდესკი "იუვენტუსში" 40 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა, ასე რომ, მისგან იტალიელი გულშემატკივარი ბევრს ელოდება. სადებიუტო შეხვედრა ახალგაზრდა მოთამაშემ გუშინ, "კიევოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჩაატარა. ბერნარდესკი მოედანზე შეხვედრის 76-ე წუთზე, სტურაროს ნაცვლად გამოჩნდა და თავის გუნდს შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. ბერნარდესკიმ მატჩის 83-ე წუთზე ფედერიკო ბერნარდესკიმ პაულო დიბალას მშვენიერი პასი გაუკეთა და ამის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში - 3:0 დაფიქსირდა.



ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იკარდის ყოფილი აგენტი: "ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ვანდამ მისი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა"

მაურო იკარდის ყოფილმა აგენტმა, აბიან მორანომ, ფეხბურთელის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:19

მანე: "მანჩესტერ იუნაიტედი გაძლიერდა და რთული მატჩი გველის"

"ლივერპულის" ერთ-ერთმა ლიდერმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 17:06

სალაჰი: "როდესაც აქ გადმოვედი და ჩემი მიზანი გამოვთქვი, ბევრს ეს სიგიჟედ მოეჩვენა"

"ლივერპულის" შემტევმა აღიარა, თუ რაზე ოცნებობდა "ლივერპულში" გადმოსვლისას.

დღეს, 17:02

კანტონა: "სიტი თუ ლივერპული? ეს იგივეა, ხის კბილებსა და ღრუბლის ფეხებს შორის რომ ვაკეთებდე არჩევანს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდის, ერიკ კანტონას ვარაუდი, თუ ვინ მოიგებს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგას.

დღეს, 16:48

იკარდი ფიორენტინასთანაც არ იქნება - როდის დაბრუნდება არგენტინელი?

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, აღნიშნა, რომ "ფიორენტინასთან" შეხვედრას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გამოტოვებს.

დღეს, 16:37

ანჩელოტი: "რეალი ბეილის არგაკეთებული პასის გამო დავტოვე"

2015 წელს კარლო ანჩელოტიმ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის საოცნებო მე-10 თასი მოაგებინა, თუმცა ის 1 წლის შემდეგ ფლორენტინო პერესმა გაათავისუფლა.

დღეს, 15:49

არბელოამ პიკეს უპასუხა: "1000 დღეა რეალი მეფობს, რას ფიქრობ სხვა სპორტზე?"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალვარო არბელოამ ხერარდ პიკეს უპასუხა.

დღეს, 15:44

ბარსელონა საულ ნიგესის სანაცვლოდ 110 მილიონს ამზადებს

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ "ბარსელონა" ზაფხულში საულ ნიგესის დამატებას გეგმავს..

დღეს, 15:39

ჩელსის სასჯელი, უფრო დიდ პრობლემას რეალს უქმნის

"1000%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ნეიმარი და მბაპე გუნდში რჩებიან", - ეს კომენტარი "პარი სენ ჟერმენის" დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა გააკეთა.

დღეს, 15:36

რაკიტიჩისთვის 4 გუნდი იბრძვის

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი გუნდისგან გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას ელის, თუმცა ჯერ-ჯერობით კატალონიური კლუბის მენეჯერები არ ჩქარობენ.

დღეს, 15:32

გატუზო: "ინტერი მე-3 ადგილზე? კმაყოფილი ვიქნები"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ სერია A-ს ოთხეულზე ისაუბრა.

დღეს, 15:29

"მეუღლე იკარდის კარიერას საფრთხის ქვეშ აყენებს", - ფეხბურთელის ყოფილი აგენტი

მაურო იკარდის ყოფილი აგენტი ამბობს, რომ ვანდა ნარას შემდეგ, იკარდის საფეხბურთო კარიერია მნიშვნელოვნად შეიცვალა.

დღეს, 15:24

თბილისი თუ სევილია? - საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთი დიდი ფინალი ჩატარდეს

2015 წლის უეფას სუპერთასის შემდეგ, საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთი დიდი ფინალი ჩატარდეს.

დღეს, 15:22

[პრევიუ] ბრძოლა წლის პირველი ტიტულისთვის - ვინ მოიგებს განახლებულ სუპერთასს?

24 თებერვალს, თბილისის დროით 16 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:47

ჩელსის შემდეგ, კიდევ ვის ემუქრება სატრანსფერო ბანი უეფასგან?

პირველი სანქციები ლონდონის "ჩელსის" დაეკისრა, ახლა კი "უეფა" სხვა ევროპულ გუნდებსაც გამოიძიებს.

დღეს, 13:04

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ნეიმარი და მბაპე 100% კი არა, 2000%-ით დარჩებიან"

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფიმ, გუნდის მთავარი ვარსკვლავების მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 12:58

ხამესის, ბაიერნისა და რეალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიგეგმა - ცნობილია თარიღიც და მიზეზიც

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს. ხამეს როდრიგესს, ზაფხულში მადრიდის "რეალში" სურს დაბრუნება.

დღეს, 12:52

პიონტეკის 26 გოლი 27 შეხვედრაში - წინ მხოლოდ ლეო მესია

"მილანის" თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, დიდებული შედეგიანობით გამოირჩევა.

დღეს, 12:48

კანტონა: "სოლსკიაერი - ფერგიუსონის სულიერი შვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

კლოპი: "ზოგი კომენტარი ზედმეტად ძვირი მიჯდება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის ჯარიმებზე ისაუბრა.

დღეს, 12:37

ბერბატოვი: "რატომღაც, რეალში ყველაფერი ბეილს ბრალდება, ეს უსამართლობაა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ტოტენჰემის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, გარეტ ბეილზე ისაუბრა.

დღეს, 12:14

გვარდიოლა: "ჩემი და სარის სიტუაცია განსხვავებულია, სიტის ჩემში ეჭვი არასდროს ეპარებოდა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მაურიციო სარის "ჩელსიდან" შესაძლო გათავისუფლებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

დღეს, 12:11

კლოპი: "სოლსკიაერს საჭირო დროს უმართლებს, მაგრამ მის დარჩენაში დარწმუნებული ვარ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "იუნაიტედთან" მატჩის წინ, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.

დღეს, 12:04

ლივერპულთან მატჩის წინ, ფერგიუსონი სამოტივაციო სიტყვით წარსდგება?

ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "წითელი ეშაკების" ლეგენდას ფეხბურთლების წინაშე სიტყვით წარსდგენა შესთავაზა.

დღეს, 12:00

კორონას მწვრთნელი: "ვატო არველაძემ გუნდი გამოაფხიზლა, ის მხოლოდ 20 წლისაა"

პოლონეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "კორონასა" და "პოგონს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:36

კახა კალაძე მილანის გუშინდელ მატჩს დაესწრო

გუშინ გამართული მატჩი "მილანსა" და "ემპოლის" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

დღეს, 03:23

სარიმ მანჩესტერ სიტისთან შანსები შეაფასა

ინგლისის თასის ფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:13

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები