დინამომ ნახევარფინალისტთა კვარტეტი შეავსო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დინამომ ნახევარფინალისტთა კვარტეტი შეავსო


დინამომ ნახევარფინალისტთა კვარტეტი შეავსო

თბილისის დინამომ პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავი და ნახევარფინალისტთა კვარტეტი შეავსო.

თამაში უღიმღამო გამოდგა _ ფეხბურთელები „წვალობდნენ“ და 120 წუთი ისე მიილია, რომ მომენტები თითზე ჩამოსათვლელი იყო.

ეს უღიმღამობა რუსთაველებს პენალტების სერიაშიც გადაყვათ, სსადაც ნუკრი რევიშვილმა მასპინძლებს სამივე დარტყმული აუღო, დინამოელებმა კი სამივე გაიტანეს და საქმე ვადამდე დაასრულეს.

რუსთავი-დინამო (თბ) 0:0 (0:3პ)
რუსთავი. ფოლადი

რუსთავი: ალავიძე, ბრაჭული, სამხარაძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, მეტრეველი, გუჯაბიძე, აფაქიძე (კილაძე 100), გოგინაშვილი (სიჭინავა 68), ციცქიშვილი, კირკიტაძე (ცაწკრიალაშვილი 82)

დინამო: რევიშვილი, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, მიქელთაძე, შულაია, ქოჩლაძე (კუცია 56), სალუქვაძე, კოვტალიუკი (ლილუაშვილი 46), კობოური, ნინუა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები