აგენტი: "კროოსის ბაიერნში დაბრუნება უტოპიაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აგენტი: "კროოსის ბაიერნში დაბრუნება უტოპიაა"


აგენტი:

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველის, ტონი კროოსის, აგენტმა, ფოლკერ შტრუტმა, ტონის მიუნხენურ კლუბში დაბრუნება გამორიცხა.

"ბატონმა ანჩელოტიმ იცის, რომ კროოსის "ბაიერნში" დაბრუნების მცდელობა - უტოპიაა. გარდა ამისა, ტონიმ თავადაც აღნიშნა, რომ გერმანიის ჩემპიონატში აღარ ითამაშებს.

როდესაც დღევანდელ სატრანსფერო მდგომარეობას ვაკვირდები, აშკარაა, რომ მადრიდის "რეალმა" კროოსის 25 მილიონ ევროდ დამატებით საოცრად მომგებიანი ტრანსფერი გაჩარხა.

შედარებისთვის ვიტყვი, რომ მაშინ ხამეს როდრიგესი "სამეფო კლუბში" 80 მილიონად გადავიდა", - აღნიშნა შტრუტმა.

კროოსი "ბაიერნის" აღზრდილია და "რეკორდმაისტერი" 2014 წლის ზაფხულში დატოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიბაიერნი ტონი კროოსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები