ჰამანი: "ბაიერნმა რიბერი უნდა დააჯარიმოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამანი: "ბაიერნმა რიბერი უნდა დააჯარიმოს"


ჰამანი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა, ფრანკ რიბერი გააკრიტიკა და კლუბს მისი დაჯარიმება შესთავაზა.

"რიბერის საქციელი აბსოლუტურად მიუღებელია. კლუბისადმი, ქომაგებისადმი და იმ ფეხბურთელისდმი, რომელიც მოედანზე გადის უპატივცემულობის გამოხატვა ყოვლად დაუშვებელია.

არცერთი მოთამაშე არ ფასობს კლუბზე მეტად და ეს თითოეულმა მათგანმა უნდა გაიაზროს. ვფიქრობ, რომ "ბაიერნმა" რიბერი უნდა დააჯარიმოს", - განაცხადა დიდი ჰამანმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "ანდერლეხტთან" საშინაო თამაშში (3:0), 34 წლის ფრანგი კარლო ანჩელოტიმ 78-ე წუთზე შეცვალა, რითიც რიბერი ძალიან გაბრაზდა და უკმაყოფილება არ დაუმალავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები