აგუერომ ევროპულ ჩემპიონატებში 200 გოლი გაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აგუერომ ევროპულ ჩემპიონატებში 200 გოლი გაიტანა


აგუერომ ევროპულ ჩემპიონატებში 200 გოლი გაიტანა

"უოტფორდის" კარში გატანილი სამი ბურთის წყალობით "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა, სერხიო აგუერომ, უნიკალურ შედეგს მიაღწია.

29 წლის არგენტინელმა დღევანდელი ჰეთ-თრიქის შედეგად ევროპული ჩემპიონატების მასშტაბით 200 ბურთის გატანა მოახერხა.

აგუერო ევროპაში 2006 წელს გადაბარგდა და მადრიდის "ატლეტიკოს" მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში 74 გოლი გაიტანა. შემდეგ კი "მანჩესტერ სიტის" მაისურით პრემიერ ლიგაში 127 ბურთი დაუგროვდა.

ესპანეთისა და ინგლისის ეროვნულ ჩემპიონატებში 200-ზე მეტი ბურთის გასატანად სერხიოს 361 მატჩი დასჭირდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტი სერხიო აგუერო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები