იოზილი დერბის გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იოზილი დერბის გამოტოვებს


იოზილი დერბის გამოტოვებს

ლონდონის "არსენალს" "ჩელსისთან" დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი, მესუტ იოზილი, დააკლდება.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, გერმანელ გამთამაშებელს კუნთის პრობლემები აქვს და დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

იოზილმა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, შინ "კიოლნის" წინააღმდეგ (3:1), უკვე გამოტოვა.

ლონდონური დერბი დღეს საღამოს ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსიარსენალი მესუტ იოზილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები