იუვენტუსის ისტორიული რეკორდი - პირველად 58 წლის შემდეგ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსის ისტორიული რეკორდი - პირველად 58 წლის შემდეგ


იუვენტუსის ისტორიული რეკორდი - პირველად 58 წლის შემდეგ

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" გასულ ტურში მორიგი მატჩი მოიგო. ამჯერად, ალეგრის გუნდმა "სასუოლო" 1:3 დაამარცხა.

4 ტურის შემდეგ, "იუვენტუსს" 13 გოლი აქვს გატანილი და "ნაპოლის" მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.

ამ მაჩვენებლით "ბებერმა ქალბატონმა" ისტორიული რეკორდი დაამყარა. კერძოდ, 58 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ სერია ა-ს საწყის 4 ტურში "იუვენტუსმა" ჯამში 13 გოლი გაიტანა.

მსგავსი შედეგი ტურინელებმა 1959 წელს დააფიქსირეს. შემდეგ შეხვედრას გუნდი საკუთარ მოედანზე "ფიორენტინასთან" გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები