ბეილი: "რეალის ფანები მისტვენენ? ეს ნორმალურია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბეილი: "რეალის ფანები მისტვენენ? ეს ნორმალურია"


ბეილი:

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა "სამეფო კლუბის" ქომაგებზე კომენტარი გააკეთა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ფანები უელსელს უსტვენდნენ, თუმცა ეს რა გასაკვირია, როდესაც ისინი თვით რონალდუსაც კი უსტვენდნენ...

"რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდებული გრძნობაა გოლის გატანა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება იყო, რამაც მოგებების სერიაზე დაგვაბრუნა.

სტვენა "რეალის" ფანებისგან? ეს ნორმალურია, ეს ხდება ფეხბურთში. მსგავსი ფაქტების შემდეგ, უბრალოდ ვაგრძელებ თამაშს, მეტი მოტივაციით.

ეს არის რისი გაკეთებაც შემიძლია, მე ვერ გავაკონტროლებ თუ რა მოხდება სტადიონზე", - განაცხადა ბეილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები