ახალი ინფორმაცია კავანისა და ნეიმარის კონფლიქტზე: ფეხბურთელებმა გასახდელში იჩხუბეს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ახალი ინფორმაცია კავანისა და ნეიმარის კონფლიქტზე: ფეხბურთელებმა გასახდელში იჩხუბეს!


ახალი ინფორმაცია კავანისა და ნეიმარის კონფლიქტზე: ფეხბურთელებმა გასახდელში იჩხუბეს!

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელებმა და ლიდერებმა, ნეიმარმა და ედინსონ კავანიმ გუნდის გასახდელში იჩხუბეს.

როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, ბრაზილიელი და ურუგვაელი, რომლებიც ურთიერთობის გარკვევას მუშტებით ცდილობდნენ, პარიზელთა კაპიტანმა, ტიაგო სილვამ გააშველა.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი იმის გამო წარმოიშვა, რომ კავანიმ ნეიმარს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ლიონთან" (2:0) გამართულ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი არ შეასრულებინა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ბრაზილიელმა ინსტაგრამზე ურუგვაელის გამოწერა გააუქმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები