კარვახალი მოურინიოზე: "ის თვლიდა, რომ პირველი გუნდისთვის მზად არ ვიყავი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კარვახალი მოურინიოზე: "ის თვლიდა, რომ პირველი გუნდისთვის მზად არ ვიყავი"


კარვახალი მოურინიოზე:

"რეალის" მცველმა, დანიელ კარვახალმა განაცხადა, რომ მადრიდული გუნდის კაპიტნობა სურს.

მოგეხსენებათ, ორშაბათს ესპანელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბთან" 2022 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ კაპიტნის სამკლაურზე არ მიფიქრია", - ციტირებს კარვახალის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

"იყო "რეალის" კაპიტანი - ეს ის არის, რაზეც ბევრი ოცნებობს. თუმცა აწმყოზე უნდა იფიქრო, ამჟამად კაპიტანი სერხიო რამოსია და თუ ის წავა, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება".

"მოურინიო? კანტერანო ვიყავი და იმ მომენტში იგი თვლიდა, პირველ გუნდისთვის მზად არ ვიყავი. შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, მე კი კლუბში დავბრუნდი", - დაამატა დანიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები