უელბეკი მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უელბეკი მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს


უელბეკი მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს

ლონდონის "არსენალმა" ინგლისელი თავდამსხმელი, დენი უელბეკი, რამდენიმე კვირით დაკარგა.

დენიმ დაზიანება ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, ლონდონურ დერბიში, მიიღო და საკუთარ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

"მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები ჯერ უცნობია, მაგრამ უელბეკი დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს", - განაცხადა "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ "არსენალს" "დონკასტერთან", "ვესტ ბრომვიჩთან" და "ბატესთან" უელბეკის გარეშე მოუწევს თამაში.
ასევე იხილეთ თემაზე:
არსენალი დენი უელბეკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები